LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჰაერო ტაქსი მანჰეტენიდან ნიუ-იორკის აეროპორტამდე 8 წუთში მივა და მისი ფასი 200 დოლარი იქნება

121
106217684-1572591983801gettyimages-528329496

მანჰეტენის გადატვირთული მოძრაობა ნამდვილად დიდი პრობლემა, განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც რეისზე აგვიანდება. ამიერიდან კი მგზავრებს ახალი შესაძლებლობა – Uber–ის აეროტაქსის სერვისი ექნებათ.

Uber–ის ვერტმფრენი მგზავრებს 7 ოქტომბრიდან ემსახურება და ისინი მანჰეტენიდან აეროპორტისკენ ზუსტად 8 წუთში მიყავს.

საჰაერო ტაქსის ფასი, მოთხოვნის მიხედვით 200–225 დოლარია და მგზავრობა ერთდროულად 5 ადამიანს შეუძლია.

საჰაერო ტაქსის დაჯავშნა Uber–ის აპლიკაციითა შესაძლებელი. დანიშნულების ადგილამდე მგზავრს Uber–ის ტაქსი მიაბრძანებს და ვერტფმრენი აეროპორტში, რეისამდე 90 წუთით ადრე მივა. აეროპორტში მგზავრებს ისევ Uber–ის ტაქსი დახვდება და საჭირო ტერმინალამდე მიაბრძანებს.

ასე რომ ახალი სერვისის გამოყენება, დროის დაზოგვასთან ერთად ძალიან კომფორტულიც იქნება. ზოგადად კი მანჰეტენიდან აეროპორტამდე მოხვედრას 45–60 წუთი მაინც სჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g