LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია: „მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა… შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ გვაწვდიან“

129
მზია ამაღლობელი

„მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია. შესაბამისი უწყებები არ გვაწვდიან ინფორმაციას მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა“, – ამის შესახებ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

„მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!“ – პოლიტიკური პარტიების 300-ზე მეტი ქალი წევრი განცხადებას ავრცელებს

საია სახალხო დამცველს მიმართავს და მოუწოდებს, სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი.

„მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს. მისი შიმშილობის რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც მზია ამაღლობელია მოთავსებული, ისე, სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის სამედიცინო წარმომადგენლის მიერ მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები, თუმცა, კონკრეტულად კვლევები და მათი შედეგები, უცნობია. 

მართალია, კანონმდებლობით დადგენილია მოშიმშილე ბრალდებულის მოვლის წესები, თუმცა, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი მზია ამაღლობელის მოვლა. მით უფრო, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, მხედველობის სერიოზული პრობლემები და შესაძლოა არსებობდეს მათი გამწვავების რისკები. 

შესაბამისად, მივმართავთ სახალხო დამცველს:

  • სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი.
  • მოგვაწოდოს მზია ამაღლობელთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად; 
  • გამოითხოვოს პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელის შიმშილობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და გადმოგვცეს მათი ასლები; 
  • შეაფასოს მზია ამაღლობელის შიმშილობიდან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესაბამისობა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, ამ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანია იმის შეფასება, ხომ არ სჭირდება მას მრავალპროფილური დახმარება და რამდენად მზადაა მისი მოთავსების დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
  • უზრუნველყოს წარმომადგენლის/ექიმის მიერ მოშიმშილე პატიმრის ყოველდღიური მონახულება და მისი ჯანმრთელობის კონტროლი. 

მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რათა თავიდან ავიცილოთ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო გამოუსწორებელი შედეგები“, – წერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელსაც 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდეს, უკვე მე-19 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

📣 მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული…

Posted by საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია on ხუთშაბათი, 30 იანვარი, 2025

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: „მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა, მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიონ“

„მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო მზია ამაღლობელს, ნებისმიერ პატიმარს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, მაგრამ როცა პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი“ – კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g