საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ამ დრომდე არ იციან მოსამართლეთა ვინაობა, ვინც 2 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე საარჩევნო დავებს განიხილავს.
როგორც ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, განიხილება თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებაც, რომელიც ცესკომ გაასაჩივრა და ამტკიცებს, რომ მოსამართლე ხუჭუა მიკერძოებული იყო:
„ველოდებით 14:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში ფარულობის უფლების დარღვევაზე გაერთიანებული საქმის დაწყებას. მოსამართლეების შემადგენლობაც კი ბოლო წუთამდე არ ვიცით. თეთრიწყაროს საქმეც აქ განიხილება.
საარჩევნო ადმინისტრაცია ითხოვს, რომ მოსამართლე მიკერძოებული იყო, რადგან მისი ცოლი სოციალურ ქსელებში კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებს და მარწყვის ტორტის გამოცხობას დაპირდა. პოსტების სქრინები დაურთეს საქმეს.
გურამ მაჭარაშვილი: „ხმის ფარულობის დარღვევის ერთი მტკიცებულება არ არსებობს – თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე პოლიტიზებული სასამართლოს გადმონაშთი და საკუთარი ოჯახით „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია!“
მაჭარაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტილებებს იღებს აღქმებით და არა მტკიცებულებებით და იგივე თქვა მოსამართლემაც, რომ არა აქვს მტკიცებულება, მაგრამ აქვს აღქმა, რომ ხმის ფარულობა დაირღვა“.
ასევე ითხოვენ, რომ ჩატარებული ექსპერიმენტი, სხდომაზე დათვალიერებული ბიულეტენები მტკიცებულებად არ ჩათვალონ და ამორიცხონ საქმიდან.“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.
ველოდებით 14:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში ფარულობის უფლების დარღვევაზე გაერთიანებული საქმის დაწყებას….
Posted by Nona Kurdovanidze on Wednesday 6 November 2024