სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ , ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ „საინტერესო იქნება იმ ხედვის მოსმენა, რომელსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე შემოგვთავაზებს“.
სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გამოქვეყნდა
„არის გარკვეული მნიშვნელოვანი სიახლეები. საინტერესო იქნება ახალი პრემიერ-მინისტრის ხედვა იმ პროგრამებთან დაკავშირებით, რაც გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამით. ვფიქრობ და მოველი, რომ საინტერესო იქნება იმ ხედვის მოსმენა, რომელსაც შემოგვთავაზებს ირაკლი კობახიძე“, – აღნიშნა სარჯველაძემ.