LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო მოხელეების ხელფასები 2026 წლამდე ყოველწლიურად, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება – პრემიერი

83
BeFunky-collage (2)

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საჯარო სექტორში არსებული ანაზღაურება კერძო სექტორს კონკურენციას ვერ უწევს და აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ხელფასებს შორის ეს ჩამორჩენა აღმოფხვრას.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საჯარო მოხელეების ხელფასები 2026 წლამდე ყოველწლიურად, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება და ჯამში 50%-იანი მატება იქნება.

„რა თქმა უნდა, მეტი თანხები გვექნება გადასანაწილებელი უწყებების მიხედვით და უფრო მეტი პროექტები დაფინანსდება. ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურება გაიზარდოს, 2020 წლამდე პრაქტიკულად არცერთ წელს არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. ჩამორჩენა კერძო და საჯარო სექტორში არსებულ შრომის ანაზღაურებებს შორის ძალიან დიდია, ამიტომ ამას სჭირდება მოწესრიგება.

იანვარში ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა ყველა საჯარო მოხელისთვის, ამის შემდეგ ყოველ წელს, 2026 წლამდე მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში გამოვა 50%-იანი მატება უახლოესი წლების განმავლობაში. ამ დინამიკას სჭირდება შენარჩუნება, გვაქვს კარგი ინიციატივები რომლებსაც გავაჟღერებთ და დავიწყებთ სექტემბრიდან.

მინდა ხაზი გავუსვა იმ სტაბილურობის მნიშვნელობას, რომელიც მმართველმა გუნდმა შევინარჩუნეთ ამ პერიოდში, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენთან შენარჩუნდება მშვიდობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი: ავიაკატასტროფაში თითოეული დაღუპულის ოჯახს სახელმწიფო 100 000 ლარს გადასცემს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g