გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ოჯახის წევრებს სახელმწიფო 100 000 ლარს გადასცემს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა:
“ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული წევრები, მაშველები, გამორჩენილი მფრინავები. მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლებია ერთად ვმგზავრობდით.
მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათი ოჯახის წევრებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას გული დაგვწყვიტა ამ ტრაგედიამ.
სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 000 ლარს. ასევე გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ექიმებისთვის გამოყოფს 100 000 ლარს”, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, 29 ივლისს პარაპლანი, რომელზეც ქართველი და უცხოელი პარაპლანისტები იმყოფებოდნენ, გუდაურში კლდეს დაეჯახა და ხევში ჩავარდა. მათ გადასარჩენად ადგილზე შსს-ს ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო. ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა ეკიპაჟის წევრები, მაშველები და მედიკოსები. ვერტმფრენმა, რომლითაც სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
ვრცლად გუდაურის ტრაგედიის შესახებ წაიკითხავთ აქ:
ტრაგედიის მსხვერპლი გმირები: ცნობილია გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი პირების ვინაობა
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად მფრინავი ზაზა ლორია დაიღუპა
გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს სამებაში გაიმართება