ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური თერაპიისა და რადიონკოლოგიის ცენტრის უფროსი, ირმა კვიცარიძე სოციალურ ქსელში “პრაიმშოუს” ეთერში ნინო ნადირაძის მიერ გიორგი ღოღობერიძის გაკრიტიკებას ეხმაურება.
როგორს კვიცარიძე აღნიშნავს, სოციალური ქსელებით საჯაროდ მედიკამენტოზური მკურნალობის განხილვა არის დანაშაული.
ეკატერინე ბერიშვილი: “განვითარებულ ქვეყნებში რეზიდენტებზე დგას ჰოსპიტალი… ამიტომაც არ ეშველება არაფერი ქართულ ჯანდაცვის სფეროს კიდევ 100 წელი”
“ფესბუკზე ხშირად მომდის მოთხოვნა გავერთიანდე ამა თუ იმ ჯგუფში.
ამჯერად რამოდენიმე ფესიბუკ მეგობარი დაჟინებით ითხოვს გავწვრიანდე გიორგი ღოღობერიძის მხარდამჭერ ჯგუფში! ტელეარხ იმედის ეთერში გასულმა გადაცემამ ორად გაყო საზოგადოება, ზოგი ტელევიზიას ლანძღავს, ზოგიც გიორგი ღოღობერიძის დაცვითაა დაკავებული!
მე კი ასე ვფიქრობ კარგად დადგმული შოუ იყო! რეიტინგი ორივე მხარეს ჭირდება!
მას შემდეგ რაც “აკადემიკოსმა” ჰომეოპათმა იმედის ტელეეთერი ვაქცინაციის საწინააღმდეგო პლათფორმად აქცია(აბა რა გითხრათ სტუდიაში ისეთი არაპროფესიონალიზმის ზეიმი იყო…) მეგონა პროდიუსერი გადაცემას დახურავდა! ჯანდაცვის სამინისტრომ ამ გაგანია პანდემიის დროს არ შეიმჩნია!
ზოგადად მედია საშუალებებით თუ სოციალური ქსელებით საჯაროდ მედიკამენტოზური მკურნალობის განხილვა არის დანაშაული! გაჟღერებული ინფორმაციით თუ ვინმე თვითმკურნალობას ჩაიტარებს, დამდგარ შედეგზე ვინ აგებს პასუხს?! და თუ ექიმს ეს პასუხისმგებლობა გათავისებული არა აქვს, მაშინ ის შორსაა მედიცინისგან! ამის გამო ღოღობერიძეს სწორად მისცეს შენიშვნა.
(შენიშვნის ფორმულირება საკამათოა). “არ ავნო”-ს პრინციპი უდევს საფუძვლად მედიცინას!
ისე ჩემს ბავშვობაში, ტელევიზიით( მაშინ სოციალური ქსელი არ იყო) კაშპიროვსკი “მკურნალობდა” ხალხს დისტანციურად!
ნახევარი სსრკ წყლის ჭიქით ხელში გაშტერებული ელოდა ეკრანთან სასწაულის მოხდენას!
ასე რომ მე ვერ გამოგადგებით გიორგი ღოღობერიძის მხარდამჭერად!”-წერს ირმა კვიცარიძე.