ჯანდაცვის ექსპერტი, ეკატერინე ბერიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ღოღობერიძის „პრაიმშოუში“ მონაწილეობას ეხმაურება და ექიმ რეზიდენტს სოლიდარობას უცხადებს.
“ღოღობერიძის მიერ გავრცელებული ვიდეო ვნახე, პრაიმშოუ მოწოდების სიმაღლეზეა. დანარჩენს რომ თავი დავანებოთ,
…შენ რეზიდენტი ხარ და უფლება არ გაქვს პაციენტს უმკურნალო…
არავის მოგხვდათ ყურში დამამცირებელი ტონით ნასროლი ეს რეპლიკა?!
სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება აქვს სამედიცინო საზოგადოების უდიდეს ნაწილს რეზიდენტების მიმართ. რაც მთავარია, მართლა არ აქვთ რეზიდენტებს არაფრის უფლება. ამიტომაც, არ ეშველება არაფერი ქართულ ჯანდაცვის სფეროს კიდევ 100 წელი. განვითარებულ ქვეყნებში რეზიდენტებზე დგას ჰოსპიტალი და ისინი სათანადო გასამრჯელოსაც იღებენ. და რა ხდება ჩვენთან ? რეზიდენტი იქეთ იხდის ფულს და რაში იხდის, ეს კიდევ საკითხავია. – წერს ეკატერინე ბერიშვილი.
გიორგი ღოღობერიძე „პრაიმშოუზე“ განაწყენებულია: „მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა…“