პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძის „პრაიმშოუში“ მონაწილეობას ეხმაურება და ექიმ რეზიდენტს სოლიდარობას უცხადებს.
ფხაკაძის თქმით, ღოღობერიძეს სუბორდინაცია ჰქონდა დაცული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“სრულიად ვეთანხმები ჩემს კოლეგას!
✅ახალგარზდა კოლეგები – ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი!
✅მე ვუსურვებ ჩემს კოლეგა, გიორგი ღოღობერიძე წარმატებას !!!
✅მისი რამდენინე ვიდეო მაქვს ნანახი და საკმაოდ საინტერესოდ უხსნის მოსახლეობას სამედიცინო შემთხვევებს და რაც მე ვნახე, სუბორდინაცია (რაც მედიცინაში არის მნიშვნელოვანი) ჰქონდა დაცული და პირველწყაროები (მტკიცებულებით მედიცინაზე დგას თანზმედროვე მედიცინა) აქვს მითითებული/ნახსენები.
✅ვუსურვებ საქართველოს, რომ უფრო მეტი ასეთი ახალგაზრდა კოლეგა გვყავდეს მედიცინის სხვადასხვა დარგში …
✅თანამედროვე მედიცინა დგას:
?უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე
?ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებაზე
?დამოუკიდებელ სამედიცინო აკრედიტაციაზე”,- წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
გიორგი ღოღობერიძე „პრაიმშოუზე“ განაწყენებულია: „მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა…“