LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საჯაროდ პირველად ვყვები და ვნერვიულობ, 2012 წელი, 1 ოქტომბერი, პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში, მიშას მაგიდასთან ვდგავარ, უჩვეულოდ მშვიდი ტონით მეუბნება: „ტრიბუნა ამიწყვე, მილოცვა უნდა ჩავწეროთ“… „ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა, მშვიდად, ღირსეულად, შეგნებულად და ზუსტად იცოდა, ამას რატომ აკეთებდა“ – რას წერს ნათია ბანძელაძე

508
ნათია ბანძელაძე

ჟურნალისტი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრეს-სპიკერი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ერთ ეპიზოდზე ჰყვება.

ნათია ბანძელაძე იხსენებს მისი და მიხეილ სააკაშვილის დიალოგს, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს შედგა. პრეზიდენტის ყოფილი პრეს-სპიკერი ჰყვება, თუ როგორ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილმა „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვების მილოცვა:

„საჯაროდ პირველად ვყვები და ვნერვიულობ, გულწრფელად… 1 ოქტომბერი, 2012 წელი, პრეზიდენტის სასახლე… ყველა თავის საქმეს აკეთებს, უჩვეულო სიმძიმეა ჰაერში, დროში გაჩერებული რაღაცნაირი სიჩუმე, გააზრებული და კარგად გათავისებული ფიქრებით.

19:30 საათი. შიდა ტელეფონზე ზარის ხმა და პრეზიდენტის სამდივნოს ღილაკი ერთად ირთვება, ცაცას მშვიდი ხმა: „ნათია, გადმოდი, მიშა გეძახის“, პირველი ფიქრი რაც ვიფიქრე, შიდა ტელეფონზე შემოსულმა ზარმა გამაკვირვა, სანამ ვფიქრობდი, უკვე პრეზიდენტის ფლიგელში ცაცას წინ ვიყავი, როცა მისმა უხერხულად დაძაბულმა ხმამ კიდევ უფრო გამაკვირვა: „ტელეფონი არ შეიტანო, დამიტოვე რა…“ – ეს კიდევ უფრო უცნაური იყო…

სამ ნაბიჯში უკვე პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში, მიშას მაგიდასთან ვდგავარ. უჩვეულოდ მშვიდი და აუღელვებელი ტონით: „გადმოსახედზე გამჭვირვალე ტრიბუნა ამიწყვე, მილოცვა უნდა ჩავწეროთ და გადავაგოროთ, არსად დარეკო, შენ წადი და ფლაივეი მოიყვანე, აქედან გადავაგოროთ მასალა ყველასთვის. 8-ზე მილოცვა უნდა გავიდეს, არავის არაფერი უთხრა…“ (ორივე მხარეს უცნაური პაუზაა, ერთმანეთის რეაქციას რომ ველოდებით, მე გონებაში დროის დაფარვის შეუძლებელ შესაძლებლობებს განვიხილავ უკვე და პირველი თავში რაც მენთება „გადმოსახედიდან“ (სასახლის წინა ფასადის დიდი სივრცე) ბეგრაუნდი და შუმებია – 41-იანების ბანერებით შეფუთული პარტიული ოფისი, უკვე უწყვეტ რეჟიმში გაშვებული „ფოიერვერკები“ და ბოლო ხმაზე ჩართული პარტიული ჰიმნი, ემოციური ყიჟინა) წამიერ სიჩუმეს ისევ პრეზიდენტი არღვევს: „ივარგებს, მაქეთ…(როგორც წესი, ყოველთვის ზუსტად იცოდა სად, რა, როდის და როგორი უნდა ყოფილიყო ყველა გასვლა და მიმართვა) არც დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე, „თქვენს ხმას გადაფარავს ბეგრაუნდი, ფოიერვერკები და „ოცნების“ ჰიმნი“… ისევ მიშა: „ძალიან შემოვა ხმები?“

მე: „დიახ, მგონი შიგნით ჩავწეროთ უკეთესია“ მიშა: „კარგი სადაც ააწყობ, დამიძახე, არავის არაფერი უთხრა“ – კიდევ გამიმეორა.

შენობა როგორ დავტოვე, როგორ გავიარე ნახევარი ქალაქი ტელევიზიამდე და რა ზეძალებით „მოვიპოვე“ ფლაივეი 20 წუთში დაბრუნების გარანტიით, ეს სხვა, ცალკე ისტორიის ნაწილია.

8 საათამდე წუთები რჩება, ეს ის შემთხვევაა ტომაზოც კი (პრეზიდენტის პირადი ოპერატორი) ჩემს მერე იგებს, რომ მიშას ვიწერთ, წამებში ვეწყობით, სასახლეში ჯერ კიდევ არავინ იცის რისთვის ვემზადებით, როგორც შემდეგ ირკვევა, არც გარემოცვამ და არც პარტიამ…

დადგა და ჩავწერეთ, პრეზიდენტმა „ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა, მშვიდად, ღირსეულად, შეგნებულად და ზუსტად იცოდა, რატომ აკეთებდა ამას! ეს არის ის რეალობა, რომელსაც ვისაც როგორ ჭირდება, ახლა ისე ჰყვება…

ვინც კარგად მიცნობთ, ისიც იცით, როგორც წესი, ასეთ დეტალებზე არ ვსაუბრობ, არაფერს ვიჩემებ, ჩემს ვერც ერთ კადრს ვერ ნახავთ პრეზიდენტის წინ მორბენალს (ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდში). ვიყავი იქ, სადაც შეგნებით ვაკეთებდი ჩემს საქმეს, შეუძლებელს ვასწრებდით, საკუთარ ფასეულობებს არ ვღალატობდი, ვბრაზდებოდი, მიხაროდა, ვნერვიულობდი…

ახლა რასაც ვყვები, არც „ნაცობა“ და არც „ქოცობა“ არაფერ შუაშია, საქმე ერთგულებით იზომება ყველგან და ყველა დროში. როცა სიმართლე სიმართლეა, მიმღებლობა უნდა შეგვეძლოს“, – წერს ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში.

საჯაროდ პირველად ვყვები..და ვნერვიულობ, გულწრფელად…1 ოქტომბერი, 2012 წელი პრეზიდენტის სასახლე… ყველა თავის საქმეს…

Posted by Jesika Szikora on ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g