LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკეისრო კვეთამ შეიძლება ადამიანები სამუდამოდ შეცვალოს

132

ვენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სენსაციური კვლევა გაასაჯაროეს. გაირკვა, რომ ადამიანი გარეგნულად შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს. ამის მიზეზი კი, არა ეკოლოგიური დაბინძურება ან სხვა გარემო ფაქტორები, არამედ საკეისრო კვეთაა. მეცნიერები ამბობენ, რომ გასული საუკუნიდან დღემდე რადიკალურად შეიცვალა მიდგომა მშობიარობის მეთოდებთან მიმართებაში. თანამედროვე სამყაროში ყოველი მეორე ორსულობა საკეისრო კვეთით სრულდება და ხშირად ის  ყოველგვარი სამედიცინო ჩვენების გარეშე კეთდება. შედეგად, იცვლება ბავშვის დაბადების ფიზიოლოგიური პროცესი, რადგან ის აღარ გამოდის საშვილოსნოს ყელიდან, რაც ავტომატურად იწვევს თავის ფორმის ცვლილებას. ამავე დროს, იცვლება ქალის სხეულის ფორმებიც, რადგან საკეისრო კვეთისას მენჯების მდგომარეობა უცვლელი რჩება.  მეცნიერთა აზრით, თუ საკეისრო კვეთა მასიურ სახეს მიიღებს, ადამიანების გარეგნული შტრიხები რადიკალურად შეიცვლება, რაც ევოლუციის ტოლფასია.

ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნებში თითქმის ყოველი მეორე ქალი საკეისრო კვეთის გზას ირჩევს, ოდნავ უკეთესი შედეგებია ამ მხრივ ევროპაში:

„ქალები გასულ საუკენეში განსხვავებულები იყვნენ. პატარა თავის ფორმა, გრძელი კისერი, მოკლე მხრები, დიდი მენჯები. თანამედროვე ქალი კი განსხვავებულად გამოიყურება. ეს კი ნიშნავს, რომ ქალი სამუდამოდ შეიცვალა“-ამბობენ ექიმები.

ეს კი, მათივე თქმით, თავად ქალების არჩევანმა განაპირობა. ისინი მუდამ ცდილობენ მარტივი და უმტკივნეულო გზით მიიღონ შედეგი და ამასთან, გამოიყურებოდნენ როგორც მოდელები.

„დღეს ძალიან რთულია იმის თქმა, როგორი იქნება კაცობრიობა წლების შემდეგ. თუმცა დისპროპორცია ახალდაბადებულის ზომასა და ქალის სხეულის ფორმებს შორის, სახეზეა. მე უკვე მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველა ბავშვი ამ ქვეყანას საოპერაციო მაგიდაზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინება“-ამბობს კვლევის ავტორი ფილიპ მიტერეკერი.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი წარმატებული საკეისრო კვეთიდან 6 საუკუნეზე მეტი გავიდა, ექიმები თანხმდებიან, რომ ეს მეთოდი საუკეთესო გამოსავალი არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g