LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახალხო აფთიაქი” პენსიონერებს და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს მედიკამენტებს სახლში მიუტანს

784
29873192-1322593761174808-1469412025890794394-o

სახალხო აფთიაქისაუბნო აფთიაქების გარშემო, პენსიონრებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს საჭირო პროდუქციით სახლში მოამარაგებს.

როგორც „ფორტუნას“ სააფთიაქო ქსელში განუცხადეს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, „სახალხო აფთიაქი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს.

„პირველივე დღიდან დავიწყეთ ჩვენი აფთიაქების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება, ჩვენი თანამშრომლები აღჭურვილნი არიან შესაბამისი ეკიპირებით, აფთიაქებში დამონტაჟებულია დისტანციის დამცავი მანიშნებელი რგოლები. გარდა ამისა, ჩვენს აფთიაქში 3 მომხმარებელზე მეტი არ დაიშვება. მოკლედ, ვიცავთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ჯანდაცვის ორგანიზაციები გასცემენ. გარდა ამისა, ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ქართული წარმოების პირბადების რეალიზაცია დავიწყეთ. დავუკვეთეთ ერთ-ერთ ქართულ საწარმოს პირბადეები და მას თავიდანვე ვყიდდით ძალიან ხელმისაწვდომ, თითქმის თვითღირებულების ფასად“, – აცხადებენ „სახალხო აფთიაქში“.

მათივე ცნობით, პირბადეებით მომარაგდა, პირველ რიგში, ისეთი საზღვრისპირა რეგიონები, სადაც მსხვილი სააფთიაქო ქსელები საერთოდ არ არიან წარმოდგენილი, ეს ადგილებია: სტეფანწმინდა, ლენტეხი, წალკა და ხარაგაული.

„გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ კამპანიის „დარჩი სახლში“ ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და 3 უბანში: ვარკეთილში, გლდანულასა და მეტრომშენში, საუბნო აფთიაქების გარშემო, პენსიონრებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს საჭირო პროდუქციით სახლში ვამარაგებთ. ჩვენი კურიერები მათ სრულიად უფასოდ ემსახურებიან. იმისთვის, რომ საპენსიო ასაკის ადამიანებს და ქრონიკულ ავადმყოფებს არ მოუწიოთ გარეთ გამოსვლა ამ პირობებში და ამასთან მიიღონ საჭირო პროდუქცია უწყვეტად, „სახალხო აფთიაქი“ მათ სპეციალურ სერვისს ვთავაზობთ. ეს სერვისი ეტაპობრივად ქვეყნის მასშტაბით დაინერგება”,  – განმარტავენ „სახალხო აფთიაქში”.

ცნობისთვის, სახალხო აფთიაქს 54 საუბნო ტიპის აფთიაქი აქვს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ისეთ საზღვრისპირა რეგიონებში, სადაც ერთადერთი სააფთიაქო ქსელია, რომელიც მოსახლეობას ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g