LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველის რეკომენდაცია გადაწყვეტილებად უნდა იქცეს: ბექა ბასილაია

67
ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, სახალხო დამცველის რეკომენდაცია მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებად უნდა იქცეს.

როგორც ბასილაია აცხადებს, ომბუდსმენმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომ სამედიცინო და უსაფრთხოების თვალსაზრისით მე-18 დაწესებულება მზად არ არის მიიღოს სააკაშვილი. შესაბამისად ეს რეკომენდაცია უნდა იქნეს გადაწყვეტილებად ქცეული და სააკაშვილის ჰოსპიტალიზირება მოხდეს სამოქალაქო კლინიკაში.

ბასილაიას განცხადებით იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, უწყება თავადვე ეწინააღმდეგება მის მიერვე შექმნილ კონსილიუმს

“რაც შეეხება უსაფრთხოების კომპონენტს, ეს არის გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რის გამოც მე-18 დაწესებულებაში არ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზირება. იქ არის მაღალი რისკი მის სიცოცხლესთან დაკავშირებით”, — აცხადებს ბასილაია.

ადვოკატის თქმით, ქართული ოცნება პანიკაშია და ექსპრეზიდენტის სასამართლო დარბაზში გამოჩენის ეშინია.

“ქართული ოცნება არის პანიკაში, ქართულ ოცნებას სასამართლოების ჩატარების, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გამოჩენის ეშინია. კლინიკასთან დაკავშირებით ხომ ირაციონალური შიშები აქვს”, — ამბობს ის.

სახალხო დამცველმა შეისწავლა პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულების მზადყოფნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. ომბუდსმენის რწმუნებულების დასკვნის მიხედვით, დაწესებულება სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრომ უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება მიხეილ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის მისაწოდებლად.

magti 5g