LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველობის კანდიდატი: „მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია“

48
მაკა მინდიაშვილი და მიხეილ სააკაშვილი

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია“, – ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა, მაკა მინდიაშვილმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აღნიშნულით მინდიაშვილმა უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრის გიორგი ცაგარეიშვილის შეკითხვას, რომელიც ექსპრეზიდენტის მმართველობის პერიოდს ეხებოდა:

„დაახლოებით, ბოლო 6 წლის მანძილზე 457 პირი იყო ცნობილი დაზარალებულად საქართველოს პროკურატურის მიერ 2012 წლამდე ფაქტებთან დაკავშირებით. აქედან 323 პირს 60 მილიონ ლარზე მეტი ქონება უკან დაუბრუნდა.

თქვენი აზრით როდის იყო ეს ქონება წართმეული? მე არ ვყოფილვარ საქართველოს პრეზიდენტი მაშინ, მან [მიხეილ სააკაშვილმა] არ იცოდა ამის შესახებ არაფერი?“– ჰკითხა ცაგარეიშვილმა მაკა მინდიაშვილს.

ომბუდსმენობის კანდიდატი: „ნებისმიერი მოქალაქის უფლებას დავიცავ, ოღონდ, ერთი პირობით - „პრაიდის“ მომხრე არ ვარ“

დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა განახლდა.

„მე უფრო მგონია, რომ თვითონ გარემოცვა აკეთებდა ამ ყველაფერს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი“, – უპასუხა კითხვაზე მაკა მინდიაშვილმა, რაზედაც ცაგარეიშვილმა მას დააზუსტებინა, ფიქრობს თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლიტპატიმარია.

„დიახ, და ნებისმიერი თქვენგანიც რომ იყოს დღეს ციხეში, თქვენ იქნებოდით იმავენაირად პოლიტპატიმარი“, – განაცხადა მაკა მინდიაშვილმა და ასევე უპასუხა ამავე დეპუტატის კიდევ ერთ შეკითხვას: „ანუ ის საქმეები, რისთვისაც სააკაშვილი გასამართლდა, შეკერილია?“

„შეკერილი არ არის, მაგრამ ძალიან სუსტი არგუმენტებია იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი გაასამრთლო.“ – განაცხადა მაკა მინდიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა განახლდა. პირველი გამომსვლელი მაკა მინდიაშვილია, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ამ წუთებში უსმენენ.

ამავე თემაზე:

მაპატიეთ, ეკლესიაში ვიყავი მთელი ეს წლები და არც კი ჩამიხედავს კანონში – სახალხო დამცველობის კანდიდატი

ომბუდსმენობის კანდიდატი: ჩემი სხეულის მესაკუთრე არის უფალი ღმერთი

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ხდებოდა კანდიდატების აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეჭრა” – სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი მარიკა არევაძე განცხადებას ავრცელებს

ომბუდსმენობის კანდიდატი: მნიშვნელოვანია მინიმალური ხელფასისა და უმუშევრობის დაზღვევის შემოღება

„გირჩი“ პარტიებს სთავაზობს, მხარი დაუჭირონ ხვიჩიას კანდიდატურას, სანაცვლოდ ომბუდსმენის მოადგილეების თანამდებობების დათმობას ჰპირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები