LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო დაზარალებულ მევენახეებს დაზიანებულ 1 ჰექტარზე დახმარების სახით 3 500 ლარს გამოუყოფს

118
01

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დაზარალებულ მევენახეებს დაზიანებულ 1 ჰექტარზე დახმარების სახით 3 500 ლარს გამოუყოფს.

„მართალია, კახეთის რეგიონში რთველი წარმატებულად მიმდინარეობს, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრ მევენახეს სეტყვის გამო მოსავალი გაუნადგურდა. ჩვენ ხალხს მაქსიმალურად ვეხმარებით – გარდა იმისა, რომ უკვე 20 მლნ ლარის ღირებულების დაზიანებული, დასეტყვილი ყურძენი ჩავიბარეთ, გადავწყვიტეთ, როგორც 2 წლის წინ, დაზარალებულ მევენახეებს დაზიანებულ 1 ჰექტარზე დახმარების სახით კონკრეტული თანხა გამოვუყოთ. ვფიქრობ, 3 500 ლარი, მისი მიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, მათ დაზიანებული ვენახის გადარჩენასა და შემდეგ აღდგენაში დაეხმარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები