LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახელმწიფო ეკლესიის გარეშე არანაირ ჩანაწერს არ შეიტანს, ამას არ ექნება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმა, იქნება საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც ეკლესიის როლს გაამყარებს და გაზრდის“ – ანდრია ჯაღმაიძე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივაზე

141
ანდრია ჯაღმაიძე

„მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება არ ექნება ამ შეთანხმებას. სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზება არის თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას, ამაზე მღვდელმთავრების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს მისაღებია“ – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

საუბარია ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივასთან დაკავშირებით საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე.

„მისი უწმინდესობის სურვილია, ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული“ – მეუფე გრიგოლი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივაზე

დეკანოზის თქმით, რადგან, საკონსტიტუციო ჩანაწერზეა საუბარი, საბოლო ფორმის დაჩქარებულად მიღება, არის ძალიან რთული.

„რადგან, საკონსტიტუციო ჩანაწერზეა საუბარი, საბოლო ფორმის დაჩქარებულად მიღება, არის ძალიან რთული. პრინციპი ერთი, რომ სახელმწიფო ეკლესიის გარეშე არანაირ ჩანაწერს არ შეიტანს. პრინციპი მეორე, ამას არ ექნება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმა. პრინციპი მესამე, იქნება საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც ეკლესიის როლს გაამყარებს და გაზრდის“ – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძის თქმით, შეთანხმებას არ ექნება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება და საბოლოო ფორმულირების ფორმა მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისი თქმით მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება.

„გეტყვით ძირითად პუნქტებს, რაც არის მნიშვნელოვანი ამ საკითხში. პირველი არის ის, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება არ ექნება ამ შეთანხმებას. სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზება არის თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას, ამაზე მღვდელმთავრების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს მისაღებია. დანარჩენი ფორმულირება საბოლოო სახით როგორი იქნება, ეს ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება.მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებაზეა საუბარი. სწრაფად ამის მიღება საბოლოო სახით გაჭირდება, რადგანაც მეტ მსჯელობას და დროს მოითხოვს“- განაცხადა ჯაღმაიძემ.

დეკანოზის თქმით, [მართლმადიდებლობის] სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემოთავაზება იყო, თუმცა თავის შინაარსით ეს გულისხმობდა, ეკლესიის როლის გაზრდას და საკონსტიტუციო ჩანაწერით ამით გამყარებას:

„[მართლმადიდებლობის] სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემოთავაზება იყო, თუმცა თავის შინაარსით ეს გულისხმობდა, ეკლესიის როლის გაზრდას და საკონსტიტუციო ჩანაწერით ამით გამყარებას. ამ შინაარსზე ჩვენ ვთანხმდებით, ოღონდ რა ფორმულირებით იქნება ამაზე ისევ მსჯელობა მიმდინარეობს. ეს არ იქნება სახელმწიფო რელიგიის გამოცდების ფორმა. სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ არანაირი ჩანაწერი არ გაკეთდება ეკლესიის თანხმობის გარეშე. ასე, რომ ეკლესიის თავისუფლებას არ დაემუქრება საფრთხე“- განაცხადა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს პატრიარქს, ჯაღმაიძემ უპასუხა: „პატრიარქის პოზიციის გარეშე, რა თქმა უნდა, სინოდის წევრები თავიანთ დასკვნას არ გააკეთებენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები