LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, “ლელოს” ალტერნატიული პროექტი პარლამენტის ბიურომ არ დაარეგისტრირა

44
image-2021-12-29-131647

მმართველმა გუნდმა ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” მიერ შემუშავებული ალტერნატიული კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით, არ დაარეგისტრირა.

“ქართული ოცნების” ძირითადი არგუმენტი ისაა, რომ “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა თავისი შინაარსით მმართველი გუნდის პროექტის ალტერნატიული პროექტი არ არის და ის მხოლოდ ცალკე ინიციატივის სახით შეიძლება იყოს რეგისტრირებული და განხილული. მათივე შეფასებით, ოპოზიცია ალტერნატიულ პროექტს პროცედურული ბრძოლისთვის იყენებს.

გია ვოლსკის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკური დემარში მოხდა.

“პროცედურის მიხედვით ბიუროს სხდომა გუშინ უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკური დემარში მოხდა. დასამალი არც არის და ამას თავისი საფუძველი გააჩნდა. ამიტომ საკითხი, როგორც ალტერნატიული წინადადება და ინიციატივა, პროცედურის მიხედვით, დარეგისტრირებული ვერ იქნება. როდესაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური დემარში მოხდა, საფუძველი იყო ის, რომ ალტერნატიული პროექტის წარმოდგენა ჭეშმარიტების დადგენას არ ემსახურება და ხელს შეუშლიდა პროცესს“, – განაცხადა ბიუროს სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

mazda magti 5g