LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ქართული ჩაის წარმოებას წაახალისებს

87
shavi-chai-1-1

ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსება იზრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა ცვლილებები, რაც შეთანხმებული იყო ჩაის ფერმერებთან და ამას წინ უძღოდა შეხვედრები რეგიონებში.

„ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ გარკვეული თანადაფინანსებები ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის კუთხით გაზრდილიყო. კერძოდ კოოპერატივების შემთხვევაში, თანადაფინანასება გაიზარდა 90%-მდე და შეადგენს ერთ ჰექტარზე 3 ათას ლარს სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თანადაფინანასება იქნება მაქსიმუმ 70% და ეს იქნება 2 500 ლარი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g