LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო საწარმო დასეტყვილ ყურძენს ჩაიბარებს

97
240781802-4265949426833043-5456080550983964556-n

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს “მოსავლის მართვის კომპანია” დღეიდან მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის.

სამინისტროს ინფორმაციით, ყურძენს აკურის, ყვარლის, გურჯაანის გადამამუშავებელი ქარხნები მიიღებენ და საჭიროების შემთხვევაში სხვა ლოკაციებიც გაიხსნება.

სტიქიის შედეგად კახეთში 4-5 ათასი ჰექტარი ფართობია განადგურებული, საიდანაც 15-20 ათასი ტონა ყურძენს ელოდებიან. რთველის შტაბის ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას განცხადებით, დაზიანებული ყურძნის შესყიდვას მთლიანად სახელმწიფო უზრუნველყოფს.რაც შეეხება ყურძნის ფასს, რქაწითელს 50 თეთრად, საფერავს კი ერთ ლარად შეისყიდიან.

„სტიქიის შედეგად დაზიანებული ფართობებზე სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებია, ზოგან მოსავალი თითქმის მთლიანად განადგურდა, ზოგან უკეთესი მდგომარეობაა და 10-20 პროცენტია დაზიანება. პირველ ეტაპზე მოსახლეობამ უნდა ჩააბაროს დასეტყვილი ყურძენი. მთლიანად სამივე მუნიციპალიტეტიდან ველოდებით ოცი ათას ტონამდე ყურძენს. დასეტყვილ ყურძენზე ფასი ერთ კილოგრამზე გადაწყდა 0,50 ლარი, ხოლო საფერავზე ერთი ლარი“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g