LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სახელმწიფო შენი პარტნიორია“: მთავრობა ახალ პროგრამას რეგიონებში გაშლის

476
116346731-1752686734869223-9007708256001038061-o

“ჩვენ დავიწყებთ პროგრამას “სახელმწიფო შენი პარტნიორია“. მინდა განმარტება გავაკეთო – ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თითოეული ქართველი ოჯახისთვის, რომ გარკვეული რისკები აიღოს საკუთარ თავზე და დაიწყოს მეწარმეობა, საკუთარი საქმე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აქამდე სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამები სხვადასხვა სამინისტროში იყო განაწილებული და შესაბამის პროგრამაში ჩასართავად, რეგიონიდან მოქალაქეებს თბილისში ჩამოსვლა უწევდათ. ახლა ისინი შესაბამის ინფორმაციას და მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით 80 საზოგადოებრივ ცენტრსა და იუსტიციის სახლში მიიღებენ.

აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცის პრემიერი დღეს რაჭაში გამართავს.

„აქამდე ჩვენ ეს ყველა პროგრამა თავმოყრილი გვქონდა შესაბამის სამინისტროებში და მოქალაქეს რეგიონიდან უხდებოდა ჩამოსულიყო თბილისში, რომ პროგრამას გაცნობოდა და გამხდარიყო ბენეფიციარი. დღეს იუსტიციის სამინისტროს დახმარებით, საქართველოს მასშტაბით 80 საზოგადოებრივ ცენტრში და 24 იუსტიციის სახლში, 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს და მიიღოს ზუსტად ის მომსახურება, რომელსაც მიიღებდა თბილისში სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროებში და ტურიზმის სააგენტოში. ეს არის უაღრესად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რეგიონული მასშტაბით გავშალოთ სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები, რაც თითოეულ გლეხს აძლევს შესაძლებლობას, ადგილზე მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია და გახდეს ამ პროგრამების მონაწილე.
დღეს ამ პროგრამის პრეზენტაციას დავაანონსებთ რაჭაში, ამბროლაურში. ესეც სიმბოლურია, რადგან მოგეხსენებათ, ამბროლაურს და რაჭას სტიქიის გამო ახლა ცოტა უჭრის და ამიტომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ეს მისცემს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს საშუალებას, რომ სწრაფად გახდნენ სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამების მონაწილე და ამით შეძლონ დაიწყონ ბიზნესი, საკუთარი საქმე, აიღონ გარკვეული რისკები საკუთარ თავზე და წარმატების შემთხვევაში, უკვე თავიანთ სოფელზე, დაბაზე, ქალაქზე, ასე გაძლიერდება ქვეყანა“, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g