LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს საჭირო დახმარებას გაუწევს: ირაკლი ღარიბაშვილი

87
ირაკლი-ღარიბაშვილი

„სახელმწიფო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს საჭირო დახმარებას გაუწევს“, – აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გააკეთა. მისი განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე მუშაობს იმ სტუდენტების სიის შედგენაზე, ვისაც ხელისუფლების მხრიდან სწავლის საფასურის გადახდის მიმართულებით დახმარება ესაჭიროებათ.

„სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა უკვე საუბარი მინისტრთან. ჩვენ ახლა გავამზადებთ სიას იმ სტუდენტების, ვისაც ესაჭიროება დახმარება ჩვენი მხრიდან და ჩვენ მათ აუცილებლად დავეხმარებით, ეს უკვე დავალებული აქვს განათლების მინისტრს. გასულ წელს ჩვენ მათ დავეხმარეთ და წელსაც იგეგმება ანალოგიურად დახმარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

magti 5g