LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო თბილისსა და რეგიონებში 155 ობიექტს ფასდაკლებით ყიდის

48
პრივატიზება (1)

„100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით 155 ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისში მდებარე ობიექტები 25%-იანი, რეგიონებში განთავსებული კი, 50%-იანი ფასდაკლებით იყიდება. ელექტრონული აუქციონები 19 ოქტომბერს დასრულდება.

საპრივატიზებო ობიექტებს შორის არის ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა, ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორია, სახელმწიფო საწარმოები და რეგიონებში მდებარე სხვა სახელმწიფო ქონება.

სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზების ფარგლებში, ელექტრონულ აუქციონებში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g