LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფოს მხარდაჭერით, კახეთში ახალი საწარმო აშენდა – დასაქმდა 30-მდე ადგილობრივი

108
5-11

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრო მეურნეობა აშენდა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ჯამურად 578 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 231 200 ლარია,  289 000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.

სამაცივრო მეურნეობაში 500 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში 30-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

ჯამში, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში, მხარდაჭერილია 50-მდე სამაცივრო და შემნახველი მეურნეობა, მათი დაფინანსება კი, ჯამურად, 23 მლნ ლარს აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g