LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახელზე უკვე შევჯერდით, ფილმს „ქრისტეს აღდგომა“ ერქმევა. სცენარში წარმოუდგენელი ამბები ხდება“ – „ქრისტეს ვნებანის“ გადაღებები ზაფხულში, იტალიაში დაიწყება – ახალი დეტალები

133
Untitled design

გასულ წელს ინფორმაცია გავრცელდა, რომ მელ გიბსონი სკანდალური ფილმის, „ქრისტეს ვნებანის“ მეორე ნაწილის გადაღებას გეგმავდა. ახლახან აღნიშნული სიახლე თავად მსახიობმა და რეჟისორმა დაადასტურა.

მელ გიბსონი „ქრისტეს ვნებანის“ გაგრძელებაზე მუშაობას 2026 წელს დაიწყებს – რეჟისორმა სცენარის დეტალები გაამხილა

მეტიც, უკვე ცნობილია გადაღებების ადგილი, მელ გიბსონის გახმაურებული ბლოკბასტერის გაგრძელებაზე მუშაობა მიმდინარე წლის ზაფხულში, რომში, ჩინეჩიტას კინოსტუდიაში დაიწყება. გადაღებები დაგეგმილია ასევე სამხრეთ იტალიის ანტიკურ ქალაქებში, მათ შორის, მატერაში, ჯინოზაში, გრავინა-ლატერცასა და ალტამურაში.

მელ გიბსონმა გეგმების შესახებ ჯო როგანის პოდკასტში ისაუბრა.

„სახელზე უკვე შევჯერდით, ფილმს „ქრისტეს აღდგომა“ ერქმევა. სცენარში წარმოუდგენელი ამბები ხდება. ჩემი აზრით, ყველაფერი ანგელოზების დაცემით უნდა დაიწყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვაგან, სხვა სამეფოში უნდა გადავინაცვლოთ. ჯოჯოხეთში უნდა ამოვყოთ თავი“, – განაცხადა 69 წლის გიბსონმა.

მისი თქმით, იესო ქრისტეს როლს კვლავ ჯიმ ქევიზელი შეასრულებს. მსახიობის გასაახალგაზრდავებლად გიბსონი სხვადასხვა ტექნოლოგიის, მათ შორის, CGI-ის გამოყენებასაც განიხილავს.

შეგახსენებთ,  პირველი ნაწილი 2004 წელს გამოვიდა და მსოფლიო კინოგაქირავებაში 600 მილიონი გამოიმუშავა. კინოსურათისთვის, რომელიც იესო ქრისტეს ცხოვრების ბოლო საათებზე გვიყვება, სცენარი მელ გიბსონმა და ბენედიქტ ფიცჯერალდმა დაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები