LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახის ასიმეტრია, ფტოზი, პარეზი, ნერწყვდენა, შესაძლოა თვალი დაგვეხუჭოს… “ – რას იწვევს უხარისხო ბოტულინოტიქსინი? დერმატო-ვენეროლოგი, თაკო ლოლუა საზოგადოებას აფრთხილებს

235
თაკო ლოლუა

„იცოდეთ, რომ 60 ლარიანი ფილერი ცუდია… კოლეგების უმრავლესობა, რომ დამეთანხმებოდეს, გამოვაქვეყნებდი პრეპარატებს, თავისი თვითღირებულებით…“ – ამის შესახებ პოდკასტში „ყველაფერი ესთეტიკაზე“ ექიმმა, დერმატო-ვენეროლოგმა თაკო ლოლუამ განაცხადა.

სპეციალისტმა სხვა საკითხებთან ერთად ესთეტიკურ პროცედურებთან დაკავშირებული გართულებების სტატისტიკასა და მათ გამომწვევ ძირითად მიზეზებზე ისაუბრა:

„იცოდეთ, რომ 60 ლარიანი ფილერი ცუდია ხალხო, დისტრიბუტორსაც რჩება იქიდან შემოსავალი და თვითღირებულება რა აქვს იმ პრეპარატს? მე რომ დამეთანხმებოდეს კოლეგების უმრავლესობა, გამოვაქვეყნებდით ამ პრეპარატების ფასს და იცოდეს მომხმარებელმა, რომ პრეპარატი ღირს ამდენი და ჩემი გამოცდილება და ცოდნა ღირს ამდენი…“ – ამბობს ლოლუა.

წამყვანის კითხვაზე, რა გართულებები შესაძლოა ჰქონდეს ბოტულინოტიქსინს, დერმატო-ვენეროლოგმა უპასუხა:

„ბოტულინოტიქსინით შეიძლება მივიღოთ სახის ასიმეტრია, ფტოზი, პარეზი- სხვადასხვა ტიპის გართულებები, მაგალითად ნერწყვდენა, თვალი დაგვეხუჭოს რაც უკავშირდება უხარისხო პრეპარატსაც და არაკვალიფიციურ სპეციალისტსაც… სამწუხაროდ ისეთი პრეპარატები იყიდება ჩვენთან ბაზარზე, რომ მრცხვენია ხანდახან საუბარი… პრეპარატი ფასდება მისი გამოცდილებით, საერთაშორისო დონეზე აღიარებით, სერთიფიკატით, და ისეთი მონაცემებით, რომ ეს რომ გამერკვია, 9 წელი ვისწავლე. ამ დროს პაციენტმა როგორ უნდა გაარკვიოს ეს ყველაფერი? – ვერ გაარკვევს…“ – ამბობს ლოლუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები