LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახის სიწითლე, მაღალი წნევა, თვალების წვა – როგორია მარიუპოლში გაურკვეველი წარმოშობის ნივთიერებით დაზარალებულების მდგომარეობა

170
Untitled design (2)

მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ ინფორმაცია აზოვის პოლკის “ტვიტერზე” ვრცელდება.

სპეცდანიშნულების რაზმი “აზოვი” იტყობინება, რომ რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური ნივთიერება გამოიყენა

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უცნობი წარმოშობის მომწამვლელ ნივთიერებასთან მშვიდობიანი მოსახლეობის კონტაქტი მინიმალური იყო, რადგან მისი გამოყენების ეპიცენტრი მოქალაქეების მდებარეობიდან გარკვეულ მანძილზე იყო.

თუმცა, მარიუპოლის საკრებულოს Telegram არხზე გავრცელებული ინფორმაციით, მომწამვლელი ნივთიერების გავრცელების არეალთან შედარებით ახლოს იყვნენ უკრაინელი სამხედროები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახლა შეუძლებელია შემთხვევის სრული გამოკვლევა, რადგან მტრის ცეცხლის ფონზე, რუსები კვლავ საკუთარი დანაშაულის დამალვის ტაქტიკას იყენებენ.

“უნიანის” ცნობით, დაზარალებულთა შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ხანდაზმული ქალია.

“მოწამლულთა ძირითადი სიმპტომებია – სახის სიწითლე, მაღალი წნევა, თვალების წვა და სიმშრალე.

ახლა ცნობილია, რომ მტერმა გამოიყენა ტოქსიკური ნივთიერებები ან ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ძირითადად სუნთქვის უკმარისობას იწვევს. თუმცა სრული ბლოკადის გამო, ტოქსიკოლოგიური ანალიზი შეუძლებელია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს:

“ამ დროისთვის ამ ინფორმაციას ვამოწმებთ. ვცდილობთ, გავიგოთ, ეს რა იყო. შეგვიძლია წინასწარ მონაცემებზე ვისაუბროთ. არსებობს ვარაუდი, რომ ეს, შესაძლოა, ფოსფორის საბრძოლო მასალა ყოფილიყო. ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით იქნება”, – განაცხადა მან.

,,თუ სიმართლეა, ღრმად შემაშფოთებელია” – ამერიკა და დიდი ბრიტანეთი მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გავრცელებულ ინფორმაციას იკვლევენ

“მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაც კი, ამ იდიოტებს, სრულფასოვნად არ შეუძლიათ” – აზოვის პოლკის ხელმძღვანელი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g