იაპონური კომპანიის მიერ წარდგენილი ახალი და გამორჩეული ტექნოლოგია გახშირებული მიწისძვრების ფონზე, სახლების უსაფრთხოების დაცვისთვის შეიქმნა.
კომპანია Air Danshin-მა მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად შექმნა ე. წ -ლი „ლევიტაციური“ სახლები.
ამ სახლების ძირითადი მახასიათებელი არის საჰაერო ბალიში, რომელიც ჩვეულებრივ სახლის ფუნდამენტს ეყრდნობა. თუმცა, როდესაც მიწისძვრა იწყება, საჰაერო ბალიში სწრაფად ივსება ჰაერით და სახლს ჰაერში სწევს, რაც საშუალებას აძლევს მას დარჩეს ასეთ მდგომარეობაში მანამ, სანამ მიწისძვრა არ დასრულდება.
იაპონელი მეცნიერების თქმით, ეს ინოვაცია საგრძნობლად ამცირებს სახლების სტრუქტურული დაზიანების რისკს.
Japan has a cool new way to keep homes safe during earthquakes! Air Danshin, a Japanese company, created "levitating"…
Posted by Amazing Science Facts on ხუთშაბათი, 06 მარტი, 2025
ცნობისთვის, 2021 წელს, როდესაც 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ამ ტექნოლოგიის გამოყენებით რამდენიმე სახლი გადარჩა, რაც იაპონელი სპეციალისტების თქმით ცხადყოფს, რომ „ლევიტაციური“ სახლები ეფექტური გადაწყვეტაა მიწისძვრისგან თავდაცვისთვის.
იაპონელი მეცნიერები ამბობენ, რომ იაპონია აგრძელებს ახალი მეთოდების მოძიებას მიწისძვრებისა და ვულკანური აქტივობის მონიტორინგისთვის.
სეისმომეტრები, რომლებიც მთელ ქვეყანაში დგას, ეხმარება სპეციალისტებს სწრაფად რეაგირებაში და მათ შესაძლებლობას აძლევს, დროულად განახორციელონ საჭირო ზომები მოსახლეობის დასაცავად.
ეს ტექნოლოგია შეიძლება გახდეს მომავლის სტანდარტი და ხელმისაწვდომი იყოს სხვა ქვეყნებში, რომლებიც ხშირი მიწისძვრების ზონაში მდებარეობენ.