LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლიდან პიჟამათი მუშაობა ფსიქიკურ ჯანმრთელობას აზიანებს – მეცნიერების კვლევა

130
distancework

დისტანციურად მომუშავეებმა შვებით ამოისუნთქეს, მუშაობა ნებისმიერ ფორმაში შეუძლიათ და დრეს–კოდის დაცვა აღარაა საჭირო. თუმცა, პიჟამების მოყვარულებისთვის ცუდი ამბები გვაქვს: ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსგავსი ქცევა შესაძლოა საშიში იყოს. როგორც ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, მუდმივად პიჟამათი ყოფნა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედებს.

ექსპერიმენტი კარანტინის პიკშიაპრილის თვიდან მაისამდე გრძელდებოდა. შედეგად გაირკვა, რომ მათ ვინც სახლის ტანსაცმელს არ იხდიდა, მეტი მენტალური პრობლემა ქონდა, ვიდრე მათ ვინც დისტანციურად მუშობას მცირეწლოვანი ბავშვების მოვლას უთავსებდა. (ეს კი დამერწმუნებით, მარტივი ნამდვილად არ არის.)

კვლევაში მონაწილეობა 163–მა ავსტრალიელმა მიიღო. ვინც დღის განმავლობაში ტანსაცმელს თითქმის არასდროს იცვლიდა, მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება დაეწყო. მსგავსი შედეგები აღმოაჩნდათ მათაც, ვინც სახლში საცხოვრებელი ზონა სამუშაო ზონისგან არ გამოყო.

ასე რომ, როცა დისტანციურად მუშაობთ, საწოლიდან უნდა ადგეთ და სამუშაო მაგიდასთან მოკალათდეთ.

და რაც არ უნდა უაზრო გადაწყვეტილებად მოგეჩვენოთ, მუშაობის დაწყების წინ ტანსაცმელი გამოიცვალეთ, ცოტა გაიპრანჭეთ და საქმეს მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g