„სახლში იციან, რომ აქ ხარ?“, – ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ლელოს“ დეპუტატ საბა ბუაძეს, რომელმაც ის კორუფციაში დაადანაშაულა.
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა
როგორც მანამდე საბა ბუაძემ საკრებულოში გამოსვლისას აღნიშნა, „მისთვის გამაოგნებელია იმის მოსმენა, რომ სიტყვა კორუმპირებული, რომელიც პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასებაა, ამ დარბაზში არ უნდა იქნას ნახსენები და პოლიტიკური პროცესის ნაწილი არ უნდა იყოს“.
„ეს რა გულუბრყვილობაა?” – თქვა საბა ბუაძემ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართვას კახა კალაძის შეფასება მოჰყვა: „კორუმპირებულები და თაღლითები საკუთარი პარტიის ბოსებში მოიკითხეთ.“
ბუაძის თქმით, კორუფციაზე იმდენჯერ ისაუბრებენ, რამდენჯერაც ამის საჭიროება იქნება. კახა კალაძე კი მას ცხვირ-პირში “სიმართლის მუშტის მოხვედრას” დაჰპირდა.