საკრებულოს სხდომაზე “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
სიტყვიერი დაპირისპირება საბა ბუაძის სიტყვებს მოჰყვა, რომელმაც კახა კალაძეს „კორუმპირებული მერი“ უწოდა.
“მე მაქვს ჩემი მოსაზრება თქვენი მმართველობასა და კეთილსინდისიერებასთან. მიმაჩნია, რომ თქვენ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ. არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრების და კორუფციის თვალსაზრისით, პარტიის სასარგებლოდ”, – განაცხადა საბა ბუაძემ.
საბა ბუაძის რეპლიკას საკრებულოს წევრებისა და კახა კალაძის პასუხი მოჰყვა.
კახა კალაძემ განაცხადა, რომ მისგან შეურაცხყოფის მიყენება “ჩვეულებრივი პრაქტიკაა” და შეურაცხყოფას არავინ არ “გაუტარებს”.
“შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე არავინ არ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც”, – განაცხადა კახა კალაძემ.
საბა ბუაძემ საკრებულოს წევრებს დამშვიდებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კალაძეს მათი დაცვა არ სჭირდება.
“დამშვიდდით, არ სჭირდება დაცვა, დიდი ბიჭია უკვე მგონი, დაცვაში თამაშობდა. ბოდიში, რომ ვერ გასიამოვნეთ ბოლომდე. ეს რა უბედურებაა, თქვენი შეფასებები არ მჭირდება არაფერში, ხელს ნუ იშვერთ. არ მჭირდება თქვენი დიდაქტიკა, კითხვა დამასრულებინეთ”, – მიმართა საკრებულოს მმართველი პარტიის დეპუტატებს ბუაძემ.
რა განაცხადა კალაძემ და როგორ განვითარდა საკრებულოში მოვლენები:
კალაძე: თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ – ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას
ხმაური საკრებულოში: ირაკლი ნადირაძემ კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა – „დაჯექი, ორიანი“