LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი ხაბეიშვილი ირაკლი ნადირაძემ ჩაანაცვლა, მივცეთ საშუალება, რომ გავერთოთ: კალაძე

107
1

თბილისის საკრებულოში სხდომა, რომელზეც მუნიციპალიტეტის მთავრობის წარმომადგენლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, “ლევან ხაბეიშვილი, საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი, ირაკლი ნადირაძემ ჩაანაცვლა”:

“ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მოცემულობა. ლევან ხაბეიშვილი, საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი, ჩაანაცვლა ირაკლი ნადირაძემ. ასე რომ, მივცეთ იმის შესაძლებლობა და საშუალება, რომ გავერთოთ”, – თქვა კალაძემ.

მანამდე კი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ირაკლი ნადირაძემ კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა.

“სამართლიანია, რომ ამდენი კორუფციული სკანდალის მერე აქ იყოთ, მთავრობას ამტკიცებდეთ და ქვეყნის მთავარი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი გყავდეთ ციხეში? მაგიტომ გინდათ, ივანიშვილის გულის საამებლად, რომ თქვენს მილიონებს და მილიარდებს დამატებითი მილიარდები და მილიონები შემატოთ”, – თქვა ნადირაძემ.

კახა კალაძემ კი ნადირაძეს ასე მიმართა: “დაჯექი, ორიანი”.

კალაძე: თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ – ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას

ავტობუსის მოცდის დრო 20-დან 7 წუთამდე შემცირდება, ყველას ექნება სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა – კალაძე

ვქმნით მუნიციპალურ საბინაო ფონდს, ვეგმავთ, არც ერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ, ეს ჩემი დაპირებაა: კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები