LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლში ლოცვის საჭიროება ცალსახად სამედიცინო საკითხია და არა რელიგიური: ექიმი ჯაბა ზარქუა

344
68465810-10212388849756960-8073697377199849472-o

გასტროენტეროლოგი და ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა საკუთარ “ფეისბუქზე” ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მორწმუნე პაციენტებს შინ ლოცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სახლში ლოცვის საჭიროება დღეს არა რელიგიური, არამედ ცალსახად სამედიცინო საკითხია.

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა

მარნეულელი ქალის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

“საგანგებო მიმართვა ჩემს მორწმუნე პაციენტებს, რომელთაც მანდეს თავიანთი ჯანმრთელობის პრობლემების მართვა და ითვალისწინებენ ჩემს რჩევებს!
ხომ გახსოვთ, რამდენჯერ გვქონია შემთხვევა ჩვენი პროფესიული ურთიერთობის დროს, როცა ერთად გაგვირჩევია თქვენი დაავადებიდან გამომდინარე სხვადასხვა სარიტუალო წესების უსაფრთხოება და ჩემგან მყარი სამედიცინო არგუმენტების მოსმენის შემდეგ, თქვენს სულიერ მოძღვრებთან ერთად, ამ წესების დარღვევის გადაწყვეტილებაც მიგვიღია? განა ეს თქვენი რწმენის თავისუფლებაში ჩარევა იყო მაშინ? ცხადია, არა, რადგან ექიმმა თქვენი ხორცის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს, ხოლო მოძღვარმა – სულის. ერთმანეთს ხელს არასდროს ვუშლიდით. ახლაც ასე მინდა მოხდეს.
დადგა ის დრო, როდესაც ჩემს მორწმუნე პაციენტებს მინდა კვლავ მოგაწვდინოთ ჩემი ხმა და გირჩიოთ: შეიკავეთ თავი სოციალური კონტაქტებისგან და ილოცეთ სახლში.

ამ რჩევის მოსაცემად ორი არგუმენტი მაქვს:
1. თქვენივე ჯანმრთელობა – სხვადასხვა ქრონიკული გასტროენტეროლოგიური და ჰეპატოლოგიური პრობლემების არსებობამ შეიძლება დაამძიმოს კორონავირუსის ბუნებრივი მიმდინარეობა, რაზეც დაუღალავად ვცდილობ ინფორმაციების გავრცელებას.

2. სხვისი ჯანმრთელობა – შეიძლება თქვენს შემთხვევაში კორონავირუსულმა ინფექციამ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოიწვიოს ან საერთოდაც უსიმპტომოდ ჩაიაროს, მაგრამ სხვა დააინფიციროთ და ამ სხვასთან კი დაავადება ლეტალურად დასრულდეს.

ორივე არგუმენტი საკმარისია ჩემთვის, რიგითი ექიმისთვის, რომ თავს მივცე ამის ხმამაღლა თქმის უფლება, რადგან მჯერა რომ აბსოლუტურად ყველა თქვენგანი კეთილი ზრახვებითაა განმსჭვალული და მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობის გამო შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს ან სხვას. პოლიტიკური კონიუქტურისგან თავისუფალი სამედიცინო ინფორმაციის მოწოდება თქვენი ექიმის საქმეა ამ დროს. დიახ, დღეს კი სახლში ლოცვის საჭიროება ცალსახად სამედიცინო საკითხია და არა – რელიგიური, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს მსგავსი კადნიერების უფლებას არ მივცემდი, როგორც აქამდე არ მიმიცია არასდროს ცხოვრებაში.
ჯანმრთელობას გისურვებთ და კიდევ ერთხელ გთხოვთ ილოცოთ სახლში, რადგან ღმერთი სახლშიც შემოაღწევს, ვირუსი – ვერა.

ჯაბა ზარქუა, გასტროენტეროლოგი/ჰეპატოლოგი, 22/03/2020″

 

გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა რუსთაველზე კარავში პაციენტებს მიიღებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g