LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახლში მაინც ეთქვა“ – გიგი დედალამაზიშვილის დედის რეაქცია ნიღბის მოხსნის შემდეგ

1476
BeFunky-collage

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მორიგი ტური გაიმართა. დეტექტივების გადაწყვეტილებით, ნიღბის მოხსნა თოვლის გუნდას მოუწია და როგორც აღმოჩნდა, ის გიგი დედალამაზიშვილს ჰქონდა მორგებული.

მომღერლის დედა, ციცი ფალავანდიშვილი „ვინ ვინ არის“ ბოლო ეპიზოდს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება და როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, მან თავადაც არაფერი იცოდა შვილის პროექტში მონაწილეობის შესახებ.

„სახლში მაინც ეთქვა“, – წერს გიგი დედალამაზიშვილის დედა.

ამასთან, როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, გიგი დედალამაზიშვილი დედას პროექტში საკუთარი მონაწილეობის ამბავს გულმოდგინედ უმალავდა.

„მოიკლა თავი, მე არ ვარო. ახლაც, გადაცემა რომ დაიწყო, წიგნს კითხულობდა, მითხრა, – ყველა ეპიზოდს რა გულმოდგინედ უყურებო? თან, გიგი და ტყუილი შორი-შორსაა, ხომ იცი, ამას გარდა, ისეთი ვერსიები მოდიოდა, დავიჯერე, ალბათ არ არის მეთქი“, – წერს გიგი დედალამაზიშვილის დედა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები