უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა დღეს განაცხადა, რომ მას უცხო მოქალაქე აედევნა და „მოღალატე“ უწოდა.
„დამინახა, დამისიგნალა და მოღალატე დამიძახა… ფაშიზმზე ყველამ უნდა აგოს პასუხი!“ , – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მოქალაქე, რომელზეც დეპუტატი საუბრობს დათა კუპრავაა.
მისი ინფორმაციით, ადევნებას ადგილი არ ჰქონია. განმარტავს, რომ მეუღლეს სამსახურში გაუარა, როდესაც დაინახა ნინო წილოსანი და მას მანქანიდან “მოღალატე” დაუძახა.
„მოკლედ კიდევ ერთხელ მოვყვები რა მოხდა. გუშინ საღამოს საათებში მივაკითხე ჩემს მეუღლეს სამსახურში, სადაც ყოველდღიურად ვაკითხავ. გავჩერდი 1-2 საათი რასაც ასახავს ვიდეო ჩანაწერები. მას შემდეგ რაც ობიექტი დავტოვეთ და ჩავსხედით მანქანაში, დავძარი მანქანა დავინახე ნინო წილოსანი რომელიც აძლევდა ინტერვიუს პროპაგანდისტულ არხებს. გავუარე დავასიგნალე და მოღალატე ვუწოდე.
შემდეგ მოვატრიალე მანქანა და ასევე სიგნალით წავედი ე.წ “ახალი გზის” მიმართულებით. სახლში მისულს დამხვდა პოსტი თითქოს მე მას ველოდებოდი, ვუთვალთვალებდი და ვემუქრებოდი რაც თავისთავად ტყუილია. იქ იდგა პოლიციის მანქანაც. ახლა ნინო წილოსანი იმუქრება ჩემი დაკავებით ადევნების და მუქარის ბრალდებით.
მე პრობლემა არ მაქვს მივცემ ჩვენებას, როცა დამირეკავენ, თუმცა ეს არ არის კონკრეტულად ჩემს წინააღმდეგ მიმართული, ეს არის ყველა აქტიური მოქალაქის მიმართ დაშინება რომ ჩვენ აღარ გავბედოთ პროტესტის ხმამაღლა გამოხატვა! სიტყვა მოღალატეს წოდება სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ხოლო ადევნების და მუქარის განმარტება აშკარად არ იცის წილოსანმა ამიტომ შემიძლია დავულინკო სისხლის სამართლის კომენტარები. თუმცა ამ რეჟიმისგან გასაკვირია არაფერია, მე არაფრის მეშინია, სიმართლის და ქვეყნისთვის ბრძოლისთვის თუ დამიჭერთ დამიჭირეთ არსად გაქცევას არ ვაპირებ” – წერს კუპრავა.
ცნობისთვის, ნინო წილოსანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მიმართა, რათა რაეგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტზე.