LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რას ნიშნავს „ნაცობა “ – „ნაცობა არის მიმართულება, კონკრეტული დიაგნოზია“ – ნინო წილოსანის მიმართვა ახალგაზრდებს

156
ნინო წილოსანი

„ნაცობა არ ნიშნავს მხოლოდ პარტიის წევრობას, რას ნიშნავს ნაცობა ვიდეოკასტში იხილეთ“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს. 

წილოსანი ამბობს, რომ ამ ვიდეოს წერს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ „ნაცები“ არ არიან და მხოლოდ კანონს აპროტესტებენ:

„ნაცობა არის მიმართულება, კონკრეტული დიაგნოზია და ნაცობა ნიშნავს იმას, რომ შენი ინტერესის გულისთვის შეგიძლია ქვეყნის საწინააღმდეგო მიმართულებითაც წახვიდე. შეგიძლია, რომ უმტრო შენს ქვეყანას.

მაგალითად იარო კარდაკარ, ოთახ-ოთახ, ევროპულ ინსტიტუციებში და სთხოვო, რომ ასოცირების შეთანხმება არ გაგიფორმონ, ვიზალიბნერალიზაცია არ მოგცენ, კანდიდატის სტატუსი არ მოგცენ – ისე როგორც იქცეოდნენ თქვენს აქციაზე მდგომი პოლიტიკური ლიდერები, მაგალითად სალომე სამადაშვილი, გიორგი ვაშაძე, სერგი კაპანაძე.

ეს  ადამიანები მთელ თავის რესურსს იყენებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას ნაბიჯი არ გადაედგა ევროკავშირისკენ, რადგან ხსნინდნენ, რომ ეს ქართული ოცნების მიღწევა იქნებოდა…“ – ამბობს წილოსანი ვიდეომიმართვაში.

ნაცობა არ ნიშნავს მხოლოდ პარტიის წევრობას, რას ნიშნავს ნაცობა ვიდეოკასტში იხილეთ👇 #წილოსანი #tsilosani #წილოსანივიდეოკასტი #tsilosanivideocast

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on კვირა, 02 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები