LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახლში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.. დაკავებულია 1 პირი“ – რას აცხადებენ შსს-ში და რას ამბობენ ადგილობრივები, ახალი დეტალები კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე

168
BeFunky-collage (2)

კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე სამართალდაცავებმა ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მედიასთან შემთხვევის ადგილზე ისაუბრა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული კიკეთში დააკავეს. რაც შეეხება დაკავებულის ავტომანქანას, რომელიც ჩაცხრილულია, კახა მურადაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ადგილობრივებს მიკროავტობუსით გადაჰყავდათ, რა დროსაც გარდაიცვალა.

კიკეთში სროლის შედეგად დაჭრილებიდან ერთი პირი გარდაიცვალა

დაჭრილებს შორის ორი ქალია, რომლებსაც თბილისში, “ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები.

როგორც „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს, დაჭრილებს ამ წუთებში უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები.

გავრცელებული ინფორმაციით, კიკეთში მომხდარი მკვლელობა და დაჭრა არსებული ინფორმაციით, ვალს უკავშირდება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებული მეზობლად მცხოვრებ ოჯახთან თანხის დაბრუნების მოთხოვნით მივიდა, რის შემდეგაც გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა, მათგან ერთი საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას გზაში გარდაიცვალა.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც მიყოლებით 15-მდე გასროლის ხმა გაიგონა.

შემთხვევის ადგილზე, ერთ-ერთ სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ტერიტორიაზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც

 

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: IPN

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g