LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლში რემონტის პერიოდში ჯორჯ კლუნიმ მეზობლები დასასვენებლად გაუშვა

58

კლუნებმა საკუთარ სახლში რემონტით გამოწვეული უხერხულობის კომპენსირება საინტერესო გზით გადაწყვიტეს: ვარსკვლავებმა მეზობლები დასასვენებლად გაუშვეს. როგორც ჩანს, მათი მეზობლობა არამარტო პატივი, არამედ სარგებელის მომტანიც არის.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში კლუნები ტყუპების მშობლები გახდებიან, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება აქტიური სარემონტო სამუშაოები, რასაც გროუვების ოჯახის დისკომფორტი მოჰყვა.

ჯორჯმა და ამალმა მეზობლებს  30 ფუნტი სტერლინგი და ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს ჯავშანი გადასცეს, რასაც ბუნებრივია, მათგან თანხმობა მოჰყვა. ამჟამად იღბლიანი მეზობლები კუნძულ კორფუზე ისვენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები