LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკმაოდ კალორიულ კვებაზეა, თაფლი, ხილი და ა.შ. – ზარქუა სააკაშვილზე

49
1

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შიმშილობას მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ეხმიანება და ამბობს, რომ სააკაშვილი საკმაოდ კალორიულ კვებაზეა.

ზარქუას განცხადებით, დღეს, პენიტენციურ დაწესებულებებში თითოეული მსჯავრდებულის უფლება დაცულია:

“რამდენადაც ვიცი, საკმაოდ კალორიულ კვებაზეა, თაფლი, ხილი და ა.შ. არ ვიცი, არ მგონია, თუ რამე პრობლემაა. დღეს გვაქვს ჩვენ ის პენიტენციური სისტემა, სადაც თითოეული მსჯავრდებულის უფლებაა დაცული.” – განაცხადა ზარქუამ.

მდგომარეობა თანდათან უარესდება და მომდევნო დღეებში კიდევ გაუარესდება – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცოტა ხნის წინ ისაუბრა მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება. შიმშილობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაუარესდება და ამ პირობებში სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მის პირად ექიმს ჰქონდეს შესაძლებლობა, მოინახულოს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, პროტესტის ნიშნად მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-13 დღეა შიმშილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g