თანამედროვე ბავშვები, ათასგვარი გაჯეტების გადამკიდე, იმაზე ნაკლებს მოძრაობენ, ვიდრე მათი მშობლების თაობა, რომელთა დიდი უმრავლესობა ეზოში თამაშით ათენებდ-აღამემდა.
ახლა კი World Health Organisation-ის შეფასებით ვითარება მართლაც რომ სერიოზულია.
მსოფლიოს მოზარდების 80% არასაკმარისად მოძრაობს ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის. ყველაზე მეტი ასეთი ახალგაზრდა სამხრეთ კორეაშია – 94%.
აქტიურობის პრობლემები ძირითადად არ აქვთ აფრიკელ მოზარდებს, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ ეს კარგი ცხოვრებისგან არ არის გამოწვეული.