LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ყველანაირი ჭორი მოვისმინე – დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ, მათი უზენაესობა “ქოცები”: იაგო ხვიჩია

51
იაგო ხვიჩია

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ყველანაირი ჭორი მოვისმინე – დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ, მათი უზენაესობა “ქოცები”, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით ქართულმა ოცნებამ” დაინახა, რომ 43 პროცენტის აღება ნაკლებად შეეძლო და ამიტომ გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან.
როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ეწევა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

“43 პროცენტის ვერ აღების შემთხვევაში, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება, რომ რიგგარეშე არჩევნები არ დანიშნოს” – აცხადებს ხვიჩია

“საკონსტიტუციო ცვლილებებზე ყველანაირი ჭორი მოვისმინე. იმდენად მრავალფეროვანია ეს ჭორები, აზრი არ აქვს მსჯელობას და სჯობს, დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ, მათი უზენაესობა “ქოცები”,- განაცხადა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა.

magti 5g