LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე 40 000 ლარი დაიხარჯა

98

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე 40 000 ლარი დაიხარჯა, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, წინა კომისიის ხარჯებმა 360 000 ლარი შეადგინა.

„360 000 ლარი დაიხარჯა წინა კომისიის მუშაობისთვის, მაშინ როდესაც შედეგი იყო ნულოვანი. ახალმა კომისიამ 40 000 ლარი დახარჯა იმაში, რომ საქართველოს კონსტიტუციის სრულიად ახალი რედაქცია ჩამოეყალიბებინა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პროცესი ძალიან რაციონალურად იყო დაგეგმილი და ჩვენ დავზოგეთ ჩვენი გადასახადის გადამხდელების თანხები“, – განაცხადა კობახიძემ.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, კონსტიტუციის თითქმის ყველა მუხლი გადასინჯულია და ამ ცვლილებების 80-85% ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წინადადებებს ეფუძნება.

„ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში. რომ შეადაროთ მოქმედი კონსტიტუცია და ახალი, შეთავაზებული რედაქცია, თითქმის ყველა მუხლი არის გადასინჯული და ამ ცვლილებების 80-85% ეფუძნება ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წინადადებებს. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს პროცესის ინკლუზიურობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g