LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკულტო ბენდი – Cutting Crew თბილისში წარდგება

125
photo-collage.png (10)

8 ნოემბერს, Mono Hall თბილისის სცენაზე, ინგლისური როკ ბენდის – Cutting Crew კონცერტი გაიმართება. საკულტო ჯგუფი საქართველოში, პირველად წარდგება.

ლეგენდარული კოლექტივი, რომლის ჩამოყალიბებიდან 2025-ში, 40 წლის იუბილე აღინიშნება, ქართველი მსმენელის წინაშე ყველა დროის საუკეთესო ჰიტებს, მათ შორის (I Just) Died in Your Arms და I’ve Been in Love Before შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ გუნდის ორიგინალური შემადგენლობიდან დღეს ბენდში მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკ ვენ ეიდა შედის.

შეგახსენებთ, რომ Cutting Crew 1985 წელს, ლონდონში დაფუძნდა. ჯგუფის სახელწოდება Queen-ის ერთ-ერთი ციტატიდან მომდინარეობს. კოლექტივის დისკოგრაფია ხუთ სტუდიურ ალბომს აერთიანებს, რომელთაგან ბოლო – Add to Favourites 2015 წლით თარიღდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები