LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკულტო ფილმის „მახე მშობლებისთვის“ მსახიობები, 27 წლის შემდეგ, ერთმანეთს შეხვდნენ

150
საკულტო ფილმის „მახე მშობლებისთვის“ მსახიობები, 27 წლის შემდეგ, ერთმანეთს შეხვდნენ

ლინდსი ლოჰანს „გიჟური პარასკევის“ პრემიერაზე ორი ძალიან განსაკუთრებული სტუმარი შეუერთდა. 39 წლის მსახიობს პრემიერაზე მისი თანავარსკვლავები 1998 წლის ფილმიდან „მახე მშობლებისთვის“, ლიზა ენ უოლტერი და ელეინ ჰენდრიქსი ესტუმრნენ.

სამშაბათს გამართულ პრემიერას ესწრებოდნენ რეჟისორი ნიშა განატრა და დანარჩენი მსახიობები, ჯეიმი ლი კერტისი, ჩად მაიკლ მიურეი, კრისტინა ვიდალ მიტჩელი, ჯულია ბატერსი, სოფია ჰამონსი, მენი ჯასინტო, მაიტრეი რამაკრიშნანი და ქლოე ფაინმენი.

ფილმში „გიჟური პარასკევი“ მოვლენები ორიგინალური ფილმის გამოსვლიდან 22 წლის შემდეგ ვითარდება. ის მოგვითხრობს ზრდასრულ ანაზე, რომელიც ნაცნობ სიტუაციაში აღმოჩნდება. 39 წლის ლოჰანი წითელ ხალიჩაზე ულამაზეს ვარდისფერ კაბაში ბრწყინავდა.

ჯემი ლი კერტისი და ლინდსი ლოჰანი „გიჟური პარასკევი 2“-ის პირველ თრეილერში

ლინდსი ლოჰანი და ჯემი ლი კერტისი, 21 წლის შემდეგ, ფილმ „გიჟური პარასკევის“ მეორე ნაწილის გადაღებებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები