LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკულტო მომენტი – მარია შარაპოვა ,,საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში” გაწევრიანების ცერემონიაზე, სერენა უილიამსმა წარადგინა

196
download

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, წარმოშობით რუსი ჩოგბურთელი – მარია შარაპოვა როდ-აილენდის შტატის ზღვისპირა ქალაქ ნიუპორტში მდებარე, ,,საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

International Tennis Hall of Fame-ში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ცერემონიის ,,ჰაილაითად” ის ნაწილი იქცა, როცა ყველასთვის მოულოდნელად მუზეუმის ახალი წევრის წარსადგენად სცენაზე მის ,,დაუძინებელ მტრად” აღიარებული, სერენა უილიამსი გამოვიდა.

იმ ფონზე, როცა მისი გამოჩენა დამსწრეებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, ვინაიდან ის დარბაზში არ იმყოფებოდა, სიტყვაც სწორედ ამ ფრაზით დაიწყო, შემდეგ კი შარაპოვასთან მეტოქეობას ემოციური ,,სფიჩი” მიუძღვნა, რითაც ლეგენდარული კოლეგის მიმართ პატივისცემა გამოხატა. ამასთან, როგორც სერენამ აღნიშნა, ის საღამოზე მარიას თხოვნით იმყოფებოდა.

,,სიურპრიზი! ალბათ უკანასკნელი ადამიანი ვარ, ვის ნახვასაც აქ ელოდით. სიმართლე გითხრათ, რამდენიმე წლის წინ მეც ასე ვიფიქრებდი, თუმცა ცოტა ხნის წინ აზრი შევიცვალე, რისი საწინდარიც მარიას სატელეფონო ზარი გახდა. მან მთხოვა, რომ დიდების დარბაზის წევრად წარმედგინა, რაზეც ვუპასუხე, რომ ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა. როდესაც ორივე ჩოგბურთს ვთამაშობდით, მსოფლიო ძალიან განსხვავებულებად გვთვლიდა, მაგრამ ცდებოდნენ… ჩვენ უბრალოდ ერთი და იგივე გვინდოდა – ვყოფილიყავით საუკეთესოები… საერთო მიზნისთვის ვიბრძოდით და რადგან მხოლოდ ერთი ჯილდო არსებობს, ერთმანეთს არაფერს ვუთმობდით.

ჩემ კარიერაში მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე იყო, რომელთა წინააღმდეგაც ყოველთვის საუკეთესო ფორმაში უნდა ვყოფილიყავი – მარია შარაპოვა მათ შორის გახლდათ”- თქვა სიტყვით გამოსვლისას უილიამსმა.

ცნობისთვის, მარია შარაპოვამ კარიერა 2020, ხოლო სერენა უილიამსმა 2022 წელს დაასრულა. ისინი ერთმანეთს 22-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც მოგებათა უმრავლესობა ამ უკანასკნელს ეკუთვნის. უილიამსმა შარაპოვას 20-ჯერ დაამარცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები