ერთ-ერთი საშუალება, შევიქმნათ საშობაო განწყობა, არის სამოსი. საახალწლო სტილის სამოსის მოძიებაში ჩვენთვის საყვარელი ფილმები უნდა გავიხსენოთ, მათ შორის ცნობილი საახალწლო მელოდრამები, „შვებულება“, „რეალური სიყვარული“ და „ბრიჯით ჯონსის დღიური“.
კამერონ დიასის გმირი ფილმში „შვებულება“ ნამდვილად შეუდარებელია. ყველას გვახსოვს ის სცენა ფილმიდან, როცა ამანდა ინგლისში, თოვლიან კოტეჯამდე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და „შანელის“ სათვალეებით მიდის. სპეციალურად ამისთვის შეიქმნა პალტოც, ყავისფერი ბეწვით, თეთრი ფაქტურითა და ჭრილით, რომელიც 2006 წელს იყო მოდაში. დიასის გმირს ფილმში Aim Clo-ს ნაქსოვი სვიტრი აცვია, რომელიც შეხამებული აქვს „მაერგიელას“ ზემოხსენებულ პალტოსთან, როლის ღირებულებაც 1500 დოლარია. ცალკე აღნიშვნის ღირსია ტყავის ხელთათმანი, რომელიც Love Republic-ს ეკუთვნის.
გახსოვთ ალბათ კირა ნაითლის გმირი ფილმიდან „რეალური სიყვარული“. ყველაზე ცნობილი მომენტი ფილმში არის სცენა, როცა ნაითლის გმირი ხვდება, რომ მისი ქმრის უახლოესი ძმაკაცი მასზეა შეყვარებული. ამ სცენის დროს მას ჯინსის, თვლებით მორთული კეპი ახურავს, რომლითაც ფილმის გმირი ყველას დაგვამახსოვრდა. კეპი „ჰერმესის“ ბრენდს ეკუთვნის და ის 340 დოლარი ღირს. ზედა, რომელიც კირას აცვია, Befree-ს, ხოლო ჰუდი, Sela-ს ბრენდს ეკუთვნის.
„ბრიჯით ჯონსის დღიურში“ რენე ზელვეგერის გმირს არაერთი საინტერესო კოსტიუმი აცივა, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი გამოვიდა მისი ლუქი იმ მომენტიდან, სადაც ზელვეგერის გმირი შობას საოჯახო შეკრებაზე იმყოფება. მას 315 დოლარიანი „მიუ მიუს“ ბლუზონი და No Sabotage-ის ყვავილებით დაპრინტული ჟილეტი აცვია.