LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარი ბინის ნომრის დამზადებით დაწყებული ბიზნესი – ბაზარზე ინოვაციური „ნომერი“ გამოჩნდა

1046
125136622-116824503568269-7006950373041695110-o

ნომერი“ – ასე ჰქვია ახალ ქართულ ბრენდს, რომელიც ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და მომხმარებლის ყურადღება უკვე მიიპყრო. ბრენდის დამფუძნებელი ნატალია მინდიაშვილია, რომელიც ამბობს, რომ „ნომერი“-ს ქვეშ ერთიანდება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც სწორედ ნომრებს უკავშირდება.

„ეს არის ინოვაციური ქართული ბრენდი, რომელიც მუშაობს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მიმართულებით – ქმნის აბრებსა და ბინის ნომრებს. რაც შეეხება იდეას, თუ როგორ შეიქმნა „ნომერი“, დავიწყებ სულ თავიდან:  ერთ მშვენიერ დღეს, როცა დავამთავრეთ რემონტი და საქმე მიდგა ბინის ნომრის შერჩევაზე, აღმოვაჩინეთ რომ ბაზარზე არის მხოლოდ და მხოლოდ მეტალის, ან პლასტმასის ბინის ნომრები,რაც არანაირად არ ჯდებოდა ჩვენს მოთხოვნებში.. გვინდოდა რაღაც განსხვავებული, ფერადი, ამასთანავე ისეთი, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყოასე გაჩნდა იდეა რომ, თავად დამემზადებინა ჩემი ბინის ნომერი და სულ მალე  ეს იდეა განვახორციელე კიდეც. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე შემექმნა ბრენდი, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშავებდა და მომხმარებელს შესთავაზებდა ხელნაკეთ, სხვადასხვა მასალაში შესრულებულ და რაც მთავარია ხელმისაწვდომ  პროდუქტს“, – უყვება „ფორტუნას“ ნატალია მინდიაშვილი.

როგორც „ნომერი“-ს დამფუძნებელი და დიზაინერი ამბობს, პროდუქცია ფანერისგან მზადდება, რომელიც მუშავდება და შემდეგ იხატება.

„ჩემი თითოეული ნამუშევარი არის ექსკლუზიური და ის არ მეორდება. აბსოლუტურად ყველა აბრა/ნომერი არის ხელნაკეთი. პროდუქციის რეალიზაციას ამ ეტაპზე სოციალური ქსელის მეშვეობით ვახორციელებ. პროდუქციის ღირებულება იწყება 15 ლარიდან“, – ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

ნატალია მინდიაშვილი „ფორტუნას“ იმასაც უყვება, რომ „ნომერი“ თიბისის პროექტშიც ჩაერთო, სახელწოდებით „ქართული ქსოვილის ახალი სიცოცხლე“.

„ამ პროექტის ფარგლებში, შევქმენი ახალი კოლექცია, სადაც გავაკეთე ქართული ქსოვილისა და „ნომერის“ კოლაბორაცია. ეს კოლექცია იყიდება ვებგვერდზე qsovili.ge”, – განმარტავს მინდიაშვილი.

რაც შეეხებანომერი“-ს სამომავლო გეგმებს,  ბრენდის დამფუძნებელი პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც აპირებს, ვინაიდან, როგორც თავად ამბობს, უცხოეთიდან დაინტერესება უკვე წამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g