LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარი გატაცების ინსცენირების შემდეგ კაცი გამოსასყიდს ვერ დაელოდა და სახლში დაბრუნდა

122
w84uNfyi48Ii7hwyIA0y5laS19Q4NBJVcFwf4D6T

კენიის პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა კაცი, რომელმაც საკუთარი გატაცება გაითამაშა და დედას გამოსასყიდიც მოსთხოვა. The Standard-ის ინფორმაციით, თაღლითმა ფული ვერ მიიღო და სახლში დაბრუნდა.

22 წლის კენიელმა 5 იანვარს დედას ტკბილი ძილი უსურვა და სახლიდან გავიდა. ამის შემდეგ მან ისე იყვირა, თითქოს თავს დაესხნენ. როდესაც დედამ ქუჩაში გაირბინა, იქ უკვე აღარავინ იყო და ქალმა ერთადერთი რაც ნახა შვილის დასვრილი ქურთუკი იყო.
მოგვიანებით, ქალს გამტაცებელი დაუკავშირდა და გამოსასყიდის სახით 20 ათასი კენიური შილინგი მოსთხოვა.

როგორც პოლიციამ გაარკვია, „გატაცებულმა“ პირველი ღამე სიმინდის ყანაში გაატარა, შემდეგ ნახევრად აშენებულ შენობაში გადაინაცვლა, სადაც კიდევ 2 ღამე იმალებოდა. დამატებით ერთი დღე კენიელი მეგობართანაც დარჩა, შემდეგ კი მიხვდა რომ დედა ფულის გადამხდელი არ იყო და სახლში დაბრუნდა.

ახალგაზრდამ დანაშაული აღიარა და ყველაფერი მეგობარს დააბრალა, რომელმაც ვითომდაც ეს საშინელი იდეა შთააგონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები