LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს“ – პოლიციელი, რომელმაც თხილის ბაღში მიტოვებული ახალშობილი გადაარჩინა

655
0fcd3018030e4cbdf7badfd656b0bec8-thumb

შსს-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში იმ პოლიციელის ვინაობას ასაჯაროებს, რომელმაც დღეს ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინა.სამართალდამცველებმა ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"მწერები და ჭიანჭველები ესეოდა“ - ოზურგეთში ქალმა სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი მიატოვა

ექიმებმა იეჭვეს, რომ ქალი მელოგინე იყო, თუმცა არაერთი კითხვის მიუხედავად, ქალბატონი მომხდარს მალავდა.

“გურიის პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა არსენ ახალკაცმა ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს. 

ოზურგეთში დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g