LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში 50 დღის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა

140
Untitled-design

ქუთაისში, კორონავირუსისგან ყველაზე პატარა პაციენტი, 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა. ინფომრაციას ამის შესახებ კლინიკა „ბომონდი“ ავრცელებს. ჩვილი მკურნალობისა და მონიტორინგის ქვეშ ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

ასევე, როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ჩვილი რესპირატორული ჩივილებითა და სისუსტით მიიყვანეს, მას ტემპერატურის მატებაც აღენიშნებოდა.

„ამ დროისთვის პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს 13 ბავშვი გადის. 13 სექტემბრიდან დღემდე კი განყოფილება დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 129 ბავშვს მოემსახურა. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, კლინიკაში ამ დროისთვის 125 კოვიდდადებითი პაციენტია მოთავსებული,“ – ამბობენ „ბომონდში“.

საქართველოში კორონავირუსი უკვე 124 568-მა პაციენტმა დაამარცხა: სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები