ბოლო პერიოდის განმავლობაში კანადელი ჰიპ-ჰოპ არტისტი კანიე უესტი მუდვიმად საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში ექცევა.
ყველაფერი სახარების გავლენით შექმნილი ალბომის Jesus Is King გამოსვლით დაიწყო, რომელსაც თან სკანდალური განცხადებები უძღვოდა.
„მე ყველა დროის უიდესი არტისტი ვარ“ - კანიე უესტმა მუსიკოსებს სექსი აუკრძალა (ვიდეო)
„ღმერთის წყალობით მავნე ჩვევები დავძლიე. თუ სხვა ადამიანები ნარკოტიკებზე არიან დამოკიდებულნი, მე სექსზე ვიყავი დამოკიდებული."
სულ ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავმა განაცხადა, რომ 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს კენჭისყრას.
როგორც ჩანს, სანამ უესტი-კარდაშიანების დიდი ოჯახი „თეთრ სახლში“ გადავა, „ოჯახის მამა“ დროს არ კარგავს და უაიომინგის შტატში კიდევ ერთ რანჩოს Bighorn Mountain Ranch ყიდულობს. რანჩოს ფასი 14 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო მიწის ფართობი 2,717 ჰექტარი.
შეგახსენებთ, ამავე შტატში 42 წლის ვარსკვლავს კიდევ ერთი რანჩო აქვს, რომელიც ასევე 14 მილიონი დოლარი დაუჯდა.
რაც შეეხება ახალ შენაძენს, ხის სახლები, საუნა, ვერტმფრენის დასაჯდომი, ტბა და მთებითა და კანიონებით გარშემორტყმული ტერიტორია.
შევიხედოთ ყველა დროის, ყველაზე სკანდალური ჰიპ-ჰოპ არტისტის რანჩოში